ჩვენ გთავაზობთ ადგილობრივ და საერთაშორისო მიტანის სერვისს
მიწოდება საქართველოში
მიტანის ვადა
ადგილობრივი ამანათის მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2 სამუშაო დღეში საქართველოს ნებისმიერ მისამართზე
მიტანის საფასური
ფიქსირებული მიტანის საფასური შეადგენს 7 ლარს საქართველოში, რომელიც დაემატება შეკვეთის ჯამურ ღირებულებას შეკვეთის გაფორმების დროს.
გთავაზობთ საერთაშორისო მიტანის სერვისს
საერთაშორისო გზავნილი იგზავნება საქართველოდან
მიწოდება
ვაგზავნით ევროპასა და დიდ ბრიტანეთში როგორც მისამართზე, ასევე ფოსტაში
მიტანის ვადა
მისამართზე მიტანას 7-8 სამუშაო დღე, ხოლო ფოსტის გზავნილს 5 სამუშაო დღე დასჭირდება
მიტანის საფასური
მიტანის საფასური დაანგარიშდება და დაემატება თქვენს შეკვეთას მისამართის შევსების დროს
თრექინგი
თქვენ შეძლებთ შეამოწმოთ თქვენი ამანათის ადგილმდებარეობა მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ჩვენს საწყობს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- თქვენი საერთაშორისო გზავნილი შესაძლოა დაექვემდებაროს სახელმწიფო გადასახადებს, რაზეც პასუხისმგებლობა სრულიად მომხმარებელის მხარესაა.
- ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამანათი ზემოთაღნიშნულ ვადებში მიიღოთ, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში ის შესაძლოა დაექვემდებაროს დაგვიანებას ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მსგავს სიტუაციებში ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
ამანათის დაბრუნება/გადაცვლა
დაბრუნების ვადა
საქართველოში ამანათის დაბრუნება/გადაცვლა 3 დღის ვადაში შეგიძლიათ, ხოლო საერთაშორისო გზავნილის - 14 დღის მანძილზე.
თანხის დაბრუნება
განსაზღვრულ ვადაში დაბრუნებულ ამანათზე თანხას სრულად მიიღებთ თქვენს საბანკო ანგარიშზე 10 დღის ვადაში საქართველოში ანგარიშსწორების დროს.
მიტანის საფასური
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიტანის საფასური ნივთის დაბრუნების ან გადაცვლის შემთხვევაში არ ანაზღაურდება კომპანიის მიერ და უნდა დაფაროს მომხმარებელმა.
დაბრუნებული ნივთი
დაბრუნებული/გადასაცვლელი ნივთის მდგომარეობა უნდა იყოს ახალი, უნდა ჰქონდეს პირვანდელი სახე ყველა იარლიყითა და ატრიბუტით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ დაიბრუნოს/გადაცვალოს ნივთი და არ აანაზღაუროს ნივთის საფასური.